LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაქტი ჯიუტია, რომ ჩვენ ვართ მართლები. 40-ზე მეტი მოწმე დაიკითხა და ჩვენს საწინააღმდეგოდ ჩვენება არავის მიუცია: მამუკა ხაზარაძე

77
ხაზარაძე

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, „40-ზე მეტი მოწმე დაიკითხა და არცერთ მათგანს მათი საწინააღმდეგო ჩვენება არ მიუცია“.

ხაზარაძის თქმით, „მალე დარწმუნდება ყველა, რომ ამ ხელისუფლებას ნებისყოფა არ ეყოფა ასეთი აბსურდული თეატრი გააგრძელოს“.

„არანაირი მოლოდინი არ მაქვს ამ მართლმსაჯულებისგან, გარდა სულელური პროცესებისა, რომელიც გრძელდება და შესულია აბსურდის აბსურდში. მალე დარწმუნდება ყველა, რომ ამ ხელისუფლებას ნებისყოფა არ ეყოფა ასეთი აბსურდული თეატრი გააგრძელოს. წარმოდგენა არ მაქვს ვინ დაიკითხება და არც მაინტერესებს, ფაქტი ჯიუტია, რომ ჩვენ ვართ მართლები. 40-ზე მეტი მოწმე დაიკითხა და ჩვენს საწინააღმდეგოდ ჩვენება არავის მიუცია, თანაც საუბარია პროკურატურის მოწმეებზე”, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

mazda magti 5g