საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „მაგთიკომის“ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე შეტევა მოხდა.
შსს-ში აღნიშნავენ, რომ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
„გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს „მაგთიკომის“ კუთვნილ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე მოხდა შეტევა.
აღნიშნული შეტევით პროლემები შეექმნა სერვიცენტრების, ფიქსირებულ და მობილურ ინტერნეტებს გამართულად ფუნქციონირებას.
გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286 -ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.