„ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც ამ წუთებში დაპირისპირებაა, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც აქტივისტებმა ჯერ ოფისში შესვლა, შემდეგ კი შენობისთვის წითელი საღებავების შესხმა სცადეს.
„ოცნების“ ოფისთან იმყოფებიან აქტივსტები და პოლიტიკოსები – ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ელენე ხოშტარია.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
