LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სითი პარკი” პერსონალურ მონაცემთა პრინციპების დარღვევისთვის დაჯარიმდა

96

კომპანია “სითი პარკი” პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონით დადგენილი პრინციპების დარღვევისთვის დაჯარიმდა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის  ანგარიშის მიხედვით,  2017 წელს უწყებას  მოქალაქემ მიმართა, რომელიც ვებგვერდიდან – www.ct-park.ge მისი დაჯარიმების შესახებ ინფორმაციის წაშლას ითხოვდა.

მოქალაქის ინფორმაციით, კომპანიას საკუთარ ვებგვერდზე სატრანსპორტო საშუალების მფლობელების დაჯარიმების თაობაზე ინფორმაცია იმგვარად ჰქონდა გამოქვეყნებული, რომ ნებისმიერი დაინტერესებული პირი მარტივად დაადგენდა მის სხვა პერსონალურ მონაცემებსაც, მათ შორის, სავარაუდო საცხოვრებლისა და სამუშაო ადგილის მისამართებს.

საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ვებგვერდზე  www.ct-park.ge  ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით და განუსაზღვრელი ვადით განთავსებული იყო ათასობით პირის შესახებ მოცულობითი ინფორმაცია, კერძოდ: საჯარიმო ქვითრისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ფოტომასალა, სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, საჯარიმო ქვითრის სტატუსი, სამართალდარღვევის სახე და სხვა. 

კომპანია ct-park-მა  ინსპექტორის დავალების საფუძველზე უკვე განსაზღვრა მონაცემების გამოქვეყნების კონკრეტული ვადა და შეზღუდა ვებგვერდზე  გამოქვეყნებულ მონაცემებზე წვდომა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g