LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბორტს მიღმა გრძელდება“ – 75 წლის გოლდი ჰოუნისა და 70 წლის კურტ რასელის კოცნა – პაპარაცული ფოტოები

299
Untitledd

75 წლის გოლდი ჰოუნი და 70 წლის კურტ რასელი რომანტიკულ არდადეგებს სენ-ტროპეში ატარებენ. რამდენიმე დღის წინ წყვილი სანაპიროს რესტორნისკენ მიმავალნი დააფიქსირეს,  ისინი იცინოდნენ და ხალისობდნენ.

ფოტო: 40 წელი ერთად - შეყვარებული წყვილის მხიარული არდადეგები - 75 წლის გოლდი ჰოუნი და 70 წლის კურტ რასელი სენ-ტროპეში

გოლდი, როგორც ყოველთვის თავის ამპლუაში იყო და სახალისო ჟესტიკულაციითა და მომღიმარი სახით ესალმებოდა პაპარაცებს

ცნობისთვის, გოლდიმ და კურტმა ერთმანეთი 1983 წელს გაიცნეს, 1987 წელს კი რომანტიკულ კომედიაში, „ბორტს მიღმა“ ითამაშეს. მათი თავბრუდამხვევი რომანიც სწორედ მაშინ დაიწყო. სიმბოლურია, რომ თითქმის 40 წლის შემდეგ პაპარაცებმა ისინი კვალავ გემის ბორტზე ყოფნისას გადაიღეს. შეყვარებულები ფოტოობიექტივში მაშინ მოხვდა, როცა ისინი ერთმანეთს კოცნიდნენ.

გოლდის ჭრელი მაისური და „ლეგინსები“ ამშვენებდა, კურტს კი შავი მაისური და ჭრელი შორტი ეცვა. ისინი შესანიშნავად გამოიყურებოდნენ.

„ბორტს მიღმა გრძელდება“, „ისევ ისე უყვართ ერთმანეთი“ „საოცარი წყვილია“, – წერენ კომენტარებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები