კომპანია „მაგთიკომი“ აბონენტებისთვის გაუხარჯავი ერთეულების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“მაგთიკომი” ხელმძღვანელობს შესყიდვების სააგენტოს მიერ ჩატარებული ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2017-2018 წლის კონსოლიდირებული ტენდერის პირობებითა და ხელშეკრულებით, რომელიც შემუშავებულია თავად შესყიდვების სააგენტოს მიერ და ქვეყნდება სააგენტოს ვებ-გვერდზე.
”მაგთიკომი” კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ხელშეკრულებებს აფორმებს სახელმწიფო ორგანიზაციებთან და არა ინდივიდუალურად, ორგანიზაციაში დასაქმებულ თანამშრომლებთან. შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების გაცნობაზე/ინფორმირებაზე ”მაგთიკომი” პასუხისმგებელი ვერ იქნება. სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებულებს ნებისმიერ დროს აქვთ შესაძლებლობა, ხელშეკრულების პირობების გაცნობა მოსთხოვონ დამსაქმებელს, ან თავად გაეცნონ საჯაროდ ატვირთულ დოკუმენტს.
ამონარიდი ხელშეკრულებიდან:
4.3. ხელშეკრულების ვადის გასვლის და/ან ცალკეულ სააბონენტო ნომერზე შემსყიდველის ინიცირებით ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში გაუქმდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სახის მომსახურება, მათ შორის გაუხარჯავი პაკეტები (ერთეულები)”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, ხელშეკრულება სრულად შეგიძლიათ იხილოთ შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე :
http://www.procurement.gov.ge/Konsolidir…/phone_service.aspx