LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა კულუმბეგოვი: „ვისაც არ უნდა აცრა, მაგრამ უნდა, საზოგადოების ნაწილი იყოს, მაშინ ყოველ მესამე დღეს გადაიხადოს 150 ლარი ტესტში…“

6175
bidzinakulumbegovi713

ცნობილი იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საფრანგეთში სავალდებულო გახდა სამედიცინო მუშაკების ვაქცინაცია და წერს:

„საფრანგეთში ჯანდაცვის მუშაკებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა!

– აუცრელი პაციენტის ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს სახელმწიფო არ აანაზღაურებს!

– ასევე კლინიკაში, რესტორანში, კინოთეატრში, მოლში და ა.შ. შესვლისას ან უნდა წარადგინო ვაქცინაციის სერთიფიკატი, ან PCR  ტესტის პასუხი.

–  ვისაც არ უნდა აცრა, მაგრამ უნდა, საზოგადოების ნაწილი იყოს, მაშინ ყოველ მესამე დღეს გადაიხადოს 150 ლარი ტესტში. დასკვნები ადვილად გასაკეთებელია.

მგონი, დროა ვიმოქმედოთ, აი-? და იყავი დაცული!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები