სტუდიას, რომელიც ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური რაიონის – თრაიბეკის უღიმღამო შენობის ბოლო სართულზეა მოთავსებული, იმდენად ხელსაყრელი მდებარეობა აღმოაჩნდა, რომ პროექტის ავტორებმა მარტივად შექმნეს მისი უნიკალური ექსტერიერი ჰუძონზე ხედით, რაც ძალიან დიდი იშვიათობაა ნიუ-იორკისთვის.
მართალია, ნიუ-იორკში საკმაოდ რთულია ღია სივრცის მოძიება, მაგრამ მისი მოწყობა თავისუფლად შეიძლება ბინაში, მაშინაც კი, თუ დიზაინერებს სახურავის მოხსნა და ბაღის – ნამდვილი ოაზისის შუშის კუბში მოწყობა მოუწევთ.
არქიტექტორმა სახურავზე მოწყობილი ბაღის, ინტერიერთან დაკავშირება გადაწყვიტა და მისი ნაწილი ბინაში შემოიტანა, რითაც ბინის მფლობელებს სახურავზე თავისუფლად გასვლის საშუალება მისცა.
ვინტაჟური ავეჯი და თანამედროვე ნივთები ბინისთვის სპეციალური შეკვეთით დამზადდა. დიზაინერმა ენდრიუ ფრანცმა და მისმა კომპანიამ დივანის და პატარა მაგიდის პროექტი შეიმუშავეს, ვინტაჟი დანიელ დიზაინერებს ეკუთვნით, ჭაღი კი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილ შენობიდანაა.
ბინის ყოფილმა მფლობელებმა სახურავი უცვლელად დატოვეს, ახალმა ბინადრებმა კი, სახურავზე ბაღი მოაწყვეს თავისი ტერასით, სადაც თავისუფლად მოთავსდა სავარძლები და პატარა მაგიდა, მოძრავი სახურავი კი, ბაღის ნაწილს ფარავს და მას წვიმისა და თოვლისგან იცავს.
1980-იან წლებში შენობაში “ლოფტი” გაკეთდა, მანამდე კი, საწყობი იყო აგურის უზარმაზარი, გუდრონით დაფარული კედლებით სიგრილის უკეთ შესანარჩუნებლად. ბინის ახლმა მფლობელებმა აგურის კედლების შენარჩუნება მოიდომეს და გუდრონის მოცილებასაც უამრავი დრო და ენერგია დაახარჯეს, მერე კი, შემოსასვლელში სპეციალური შეკვეთით დამზადებული კარადა და სკამები დადგეს და დეკორატიული გისოსით ბინის ნაწილს სტუდიის დანარჩენი სივრცისგან გამოჰყვეს.
ადრე ბინაში სახურავის ფორმის წყალობით, საკმაოდ დაბალი მეზონინი (სახლის ზედა სართულზე დაშენებული არასრული სართული) იყო, რომელიც არქიტექტორმა სხვა კედელზე გადაიტანა და მის ადგილას სამზარეულო თავისი სასადილო ოთახით მოაწყო.
შიდა ფანჯრებით სტუმრებისთვის განკუთვნილი საძინებელია გამოყოფილი.
პირსაბანის პატარა კარადა აბაზანაში თხილის ხისგანაა გაკეთებული, კედელი კი, სხვადასხვა ფერის ფილებით მოპირკეთდა.
პატარა სკამი მთლიანი ხის ნაჭრისგანაა გაკეთებული, კარადები თავისი ტყავის სახელურებით კი, სპეციალური დაკვეთით შეიქმნა.