პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, აცხადებს, რომ თვითმმართველობის რეფორმა სამ მნიშვნელოვან საფუძველს დაემყარება, რაზეც ხელისუფლებას მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში თვითმმართველობის რეფორმის საჯაროდ განხილვისას განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, პარლამენტმა უკვე მიიღო კონსტიტუცია, რომელიც, მისი თქმით, ხელისფულების დანაწილების პრინციპს ემყარება და ეს არის მთავარი საფუძველი თვითმმართველობის რეფორმისთვის.
„მეორე საფუძველია საჯარო სამსახურის სისტემა, რაზეც ვმუშაობთ და მესამეა სწორი ტერიტორიული მმართველობის სისტემა – დეცენტრალიზებული მმართველობის სისტემა, რომელიც, ასევე, დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველია. დეცენტრალიზაციის როლი ორმაგია, ეს მთავარია თვითმმართველობის განვითარებისთღვის და საფუძველია დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის. ჩვენ სწორედ ევროპული ტიპის დემოკრატიულ, დეცენტრალიზებულ სახელმწიფო სისტემას ვქმნით,“ – განაცხადა კობახიძემ.
ამ წუთებში პარლამენტი მიმდინარეობს კონფერენცია, სადაც თვითმმართველობის რეფორმის საკითხს განიხილავენ, ღონისძიებაში პარტლამენტნ ერთად ერთად მონაწილეობს აღმასრულეებელი ხელისუფლების და თვითმმართველობის წარმომადგენლები და, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციები და არასამთავრობო სექტორი.