LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მაგარი სიმღერაა, ახაგაზრდობას გახსენებს და ყველაფერი მოგწონს მაშინდელი” – მერაბ სეფაშვილი ,,არ დაიდარდოში”

13
merabsefashviliardaidardo217

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო, დუდუკი, ქალები” ქართული შოუბიზნესის უზარმაზარი ენერგიის მატარებელი, პირველთა შორის პირველი, მომღერალი მერაბ სეფაშვილი სტუმრობდა ორი სიმღერის პრემიერით ”ლურჯი ზღვა” და ”ვარდებსა და გვირილებში”. მერაბმა ისაუბრო დაგეგმილ კონცერტებსა და პროექტებზე, რომლის ზუსტ თარიღებს ვერ გვეუბნება შექმნილი ეპიდ სიტუაციიდან გამომდინარე.

როგორ ხარ მერაბ?

ვუძლებთ, რთული დღეებია ჩემთვის და ყველასთვის. სამწუხარო ამბავი მოხდა, კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი წავიდა ჩვენგან, მინდა აქედანაც მივუსამძიმრო ოჯახს და თანამშრომლებს ასეთი დიდი დანაკლისი.

ძნელია ტელეწამყვანის ამპლუის მორგება?

ძნელი არ არის, საინტერესო და სასიამოვნო გამოწვევაა ჩემთვის. აქ მარტო შენი თავით არ ხარ დაკავებული. ფიქრობ გადაცემის სისრულეში მოყვანაზე, სტუმრებზე, მათ რეპეტიციებზე და გამოსვლაზე. ეს მზრუნველობა კი მიათმაგებს სიამოვნებას. მაზანა და ბიჭები ყველა ერთად ვმუშაობთ და შემსრულებელს ვთავაზობთ ახალ ვერსიებს.

გია მაჭარავილმა იცის ხოლმე თქმა არასდროს არ ამბობენ, რომ ამის სიმღერაა და ეს ასრულებსო..

ეგ მუდმივი პრობლემაა ტექსტის ავტორი, მუსიკის ავტორი.. ჩემს შემთხვევაში ძირითადად გიაა ავტორი და მიჩვეული ვიყავი. ახლა კი ვცდილობ არ დამავიწყდეს არასდროს.

გავიხსენოთ სიმღერა  ,,სერენადა” , რომელსაც ეთერის მსვლელობისას შეგვისრულებ.. 

ძალიან მიყვარს ეს სიმღერა. ბუთხუზმა და ბატონმა ჯემალ ბაღაშვილმა გააკეთა სპექტაკლისთვის, თუმცა მის გარეთ გავიდა. გადაცემაშიც შევასრულე ბატონ ალექსანდრე ბასილაიას ხსოვნის საღამოზე.

ძალიან დიდი ენერგია მოდის შენგან, როგორ ახერხებ ამას?

არ ვიცი, ალბათ უნდა გიყვარდეს, გიხაროდეს და გსიამოვნებდეს ის, რასაც აკეთებ.

რიგით პირველი სიმღერა ”ლურჯი ზღვა” დავაპრემიეროთ..

ეს სიმღერა არ არის რიმეიქი, არის ახალი მელოდია გია მაჭარაშვილის შექმნილი, ირინა სანიკიძის ლექსზე. განწყობის სიმღერაა, კარგი გამოვიდა და ძალიან მომწონს მეც და მათაც ვინც მოისმინა. საოცარი მელოდიაა გიას ხელწერით.

გავიხსენოთ სიმღერის ”ვარდებსა და გვირილებში” ისტორია..

ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი სიმღერაა, რომელიც ზურაბ ხელაიას ეკუთვნის. ამ ძალიან ძველი სიმღერით დავიწყეთ გამოჩენა. მაგარი სიმღერაა, ახაგაზრდობას გახსენებს და ყველაფერი მოგწონს მაშინდელი. ამიტომ გავაცოცხლეთ და გავაკეთეთ ახლებური ვერსია.

რთულია სამომავლო გეგმებზე საუბარი, მაგრამ მაინც გკითხავ..

ჩანიშნული ბევრი კონცერტია, თუმცა რამდენად განხორციელებადია ეს ამბავი არ ვიცი. გადაცემა, ჩვენი  ბენდი და მაზანა მზად ვართ პროგრამით, რომლითაც სხვადახვა ქალაქებს მოვივლით. ყველაფერი ეპიდ სიტუაციაზეა დამოკიდებული. ბათუმია დაგეგმილი ივლისი-აგვისტო, იმედია რამე არ შეიცვლება. თითქოს ყველა ვუფრთხილდებით თავებს, მაგრამ მაინც რისკის ქვეშ ვართ. ვაქცინაცია აუცილებელია, უნდა შევაკავოთ კოვიდი. ლაშა უნიჭიერესი მომღერალი და მსახიობი ხარ, მიყვარხარ ძალიან და დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის.

 

მერაბ სეფაშვილი – ვარდებსა და გვირილიბში

 

მერაბ სეფაშვილი – ლურჯი ზღვა

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

მერაბ სეფაშვილი – სერენადა. Live

 

მერაბ სეფაშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები