LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას ვლადიმირ ზელენსკი, მაია სანდუ და შარლ მიშელი დაესწრებიან

161
MISHEL

19 ივლისს, ორშაბათს, ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია – „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიხსნება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში მომავალ კვირას ჩამოვა

ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოში უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოვლენ.

პრეზიდენტები მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში შეთანხმებას ეძღვნება.

კონფერენციის მთავარი თემა ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება.

მეორე პანელზე წამყვანი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები იმსჯელებენ ტრადიციული ტრანსატლანტიკური დიალოგის განახლებასა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლო სცენარებზე.

კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება.

კონფერენციის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციას პანელის წევრები ფიზიკურად დაესწრებიან, ხოლო აუდიტორია ვირტუალურად შეძლებს ღონისძიებაში მონაწილეობას.

შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციაა დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები