LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფლისწყაროში 43 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

68

დედოფლისწყაროში 43 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი თანასოფლელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა. მამაკაცს ჭრილობა მარჯვენა მხრის მიდამოში აქვს მიყენებული. მისი მდგომარეობა გაუარესდა,  ამიტომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა , თბილისში გადაიყვანა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g