საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, ტოკიოს ოლიმპიადაზე საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძის წარმატებას ეხმაურება.
ამის შესახებ მაკრონი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.
„ოლიმპიური თამაშები შესანიშნავი ადამიანური ისტორიებია. ლუკა მხეიძემ, რომელიც საქართველოში დაიბადა და 2015 წელს საფრანგეთის მოქალაქე გახდა, ახლახან საფრანგეთს ტოკიოში პირველი მედალი მოუტანა. ქვეყანა, რომელიც მან აირჩია, სიამაყეს გრძნობს“,-წერს ემანუელ მაკრონი.
Les Jeux olympiques, ce sont de formidables histoires humaines. Né en Géorgie, naturalisé Français en 2015, Luka Mkheidze vient d'obtenir la première médaille française à Tokyo. Fierté partagée par la Nation qu’il a choisie ! https://t.co/qUh6LdU3kW
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) July 24, 2021