LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდა და დამატებით 5 კლინიკა ჩაერთო

32
220053863-3060200367541769-1633538424023239209-n

დღეიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტში პირველად, „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ადგილზე გაეცნენ.

თორნიკე რიჟვაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს რეკომენდაციის დაცვისა და ვაქცინაციის ჩატარებისკენ და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლაში ყველაზე  ეფექტური იარაღია.

„დღეიდან „ფაიზერით“ ვაქცინაცია ინტენსიურად იწყება. დღეს უკვე შესაძლებელია როგორც ბათუმში,  ისე ქობულეთში ვაქცინაციის პროცესის წარმართვა. გაფართოვდება ამცრელი კაბინეტები და ყველას ექნება ხელმისაწვდომობა როგორც ლიცენზირებულ ვაქცინაზე, ასევე შესაბამის სამედიცინო სერვისზე.

კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, ვინაიდან ეს არის ძალიან დიდი მარაგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ვაქცინაცია ინტენსიურად წარიმართოს.

მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, რომ მეტი პასუხისმგებლობით ჩაერთონ და ამით ჩვენ შევძლოთ როგორც ჩვენი მოხუცების, ასევე ბავშვების გადარჩენა, ვინაიდან  ვაქცინაციით შესაძლებელია, რომ  ამ ბრძოლაში მინიმალური დანაკარგებით გავიმარჯვოთ,“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ორი სამედიცინო დაწესებულებაში  – „ქობულეთის რეგიონული საავადმყოფო“ და „ქობულეთის სამედიცინო ცენტრი“ დღის განმავლობაში მომსახურებას 300-მდე პირს გაუწევს.

მათივე ცნობით, თითოეულ დაწესებულებაში ორ-ორი ამცრელი კაბინეტი ფუნქციონირებს. საყოველთაო ვაქცინაციის ფარგლებში, ბათუმშიც გაიზარდა იმ კლინიკების რაოდენობა, რომლებიც მოქალაქეების “ფაიზერით” ვაქცინაციას  განახორციელებენ.

როგორც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის სამსახურში აცხადებენ, ამ ჩამონათვალს დაემატა „ევექსისი ჰოსპიტლები“ – „ბათუმის რეფერალური საავადმყოფო,“ „საზღვაო ჰოსპიტალი“ და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი „მედცენტრი.“

ამავე ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი გრძელდება ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში. ბათუმში “ფაიზერით” ვაქცინაცია 4 კლინიკაში ჩატარდება. ჯამში კი, აღნიშნულ 6 კლინიკაში19 ამცრელი კაბინეტი ფუნქციონირებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g