LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დროებითი საგამოძიებო კომისიის სიღრმისეული, არგუმენტირებული შეფასება არის ის, რომ ოპოზიციის ბრალდება არასწორია და არჩევნები არ გაყალბებულა: არჩილ თალაკვაძე

41
არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სიღრმისეული, არგუმენტირებული შეფასება არის ის, რომ არჩევნებთან მიმართებით ოპოზიციის მიერ გაკეთებული ბრალდება, რომ არჩევნები გაყალბდა, არ იყო სწორი და ამის დასაბუთება მოძიებული ვერ იქნა.

როგორც თალაკვაძემ დასძინა, შესაბამისად, კომისიამ დაადგინა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.

„საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა. მათ შეისწავლეს ყველა პრობლემური უბანი, გამოავლინეს ის საკითხები და ის პრობლემები, რისი გაუმჯობესებაც საჭიროა. კომისიის სიღრმისეული, არგუმენტირებული შეფასება არის ის, რომ არჩევნებთან მიმართებით ოპოზიციის მიერ გაკეთებული ბრალდება, რომ არჩევნები გაყალბდა, არ იყო სწორი და ამის დასაბუთება ვერ იქნა მოძიებული.

არჩევნები ჩატარდა კონკურენტულად, ფუნდამენტური უფლებების დაცვით. კომისიამ დაადგინა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ეს ანგარიში პარლამენტში პოლიტიკურ განხილვას მოითხოვს. იმედი მაქვს ოპოზიცია ამ განხილვაში მონაწილეობას მიიღებს და ის პრაქტიკული რეკომენდაციები, რაც კომისიას  აქვს მიცემული, პროცესის გაუმჯობესებისთვის იქნება გამოყენებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს ვერ ექნებოდა არსებითი გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე: კომისიის დასკვნა

magti 5g