ფრაქცია„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტიის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება რუსი მომღერალი ლევ ლეშენკო, რომელსაც დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი.
აღნიშნულის შესახებ დეკანოიძემ პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განაცხადა და პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას მხრიდან აღნიშნულ საკითხზე შეფასება მოითხოვა, რის საპასუხოდაც კუჭავამ მას უპასუხა, რომ „ამ საკითხს გაარკვევენ.“
„ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება მოქალაქე ლეშენკო, რომელსაც დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი 2013 წელს, სოხუმში მღეროდა ე.წ. დამოუკიდებლობის წლისთავზე. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი და მედიაში გავრცელდა, ის ისვენებს, დადის პოლიციის ესკორტით, თვითმხილველებიც ამას საუბრობენ.
სხვათა შორის, ამ ადამიანს უკრაინაში აკრძალული აქვს შესვლა. მე მოვუწოდებ პარლამენტის უმრავლესობას, ამასთან დაკავშირებით შეფასებას ვითხოვ,“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.