LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხათუნა ჟორდანია: „სიძულვილზე, ზიზღზე, აგრესიაზე საუბრობდით, ეს სიტყვები რას ნიშნავდა, არ ვიცოდით, სანამ თქვენი პოლიტიკური გუნდი არ მობრძანდა ქვეყნის სათავეში!!!“

1588
xatunajordaniaanews

მომღერალი ხათუნა ჟორდანია სოციალურ ქსელში პოლიტიკურ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ სანამ ნაციონალური მოძრაობა არ მოვიდა ხელისუფლებაში, მანამდე სიძულვილი და აგრესია საქართველოში არ იყო.

„ვიკავებ თავს, ვითმენ, რომ არ დავწერო არაფერი (თან ვითვალისწონებ ჩემს გურულ სიფიცხეს, ჩემს ავად ყოფნას), მაგრამ ვეღარ…

ქ-ნო ხატია დეკანოიძე თუ დეკანოსიძე!!!!!!!

რაღაც სიძულვილზე, ზიზღზე, აგრესიაზე საუბრობდით, ყური მოვკარი…

ეს სიტყვები რას ნიშნავდა, არ ვიცოდით საერთოდ, მანამ, სანამ თქვენი პოლიტიკური გუნდი არ მობრძანდა ქვეყნის სათავეში!!!

საქართველოში, ყველას გვიყვარდა ერთმანეთი და გვედარდებოდა სხვისი გაჭირვება.

ბევრს არ გავაგრძელებ და სასაცილოდ ნუ გაიხდით თავს ბრტყელ-ბრტყელი წინადადებების სროლით, ვერ ხართ კარგი მსახიობი და დიდი ხანია თქვენი არ სჯერა არავის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g