LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“5 ივლისის შემდეგ მიეცა სისტემატური სახე” – “მთავარი არხის” ჟურნალისტი ამბობს, რომ ემუქრებიან

327
BeFunky-collage (7)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ “მთავარი არხის” ჟურნალისტის, თათია წოწონავას, საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ჟურნალისტი პოლიციის განყოფილებაში თითქმის 3 საათის განმავლობაში იკითხებოდა.

თათია წოწონავა აცხადებს, რომ სოციალურ ქსელ “ტიკ-ტოკში” გამოქვეყნდა მისი ვიდეო, რომელსაც მუქარის შემცველი წარწერა აქვს.

“ჯერჯერობით არ არის პირი იდენტიფიცირებული, თუმცა მითხრეს, რომ მარტივად მოვახდენთ იდენტიფიცირებას, ჟურნალისტებზე მუქარებს 5 ივლისის შემდეგ განსაკუთრებით მიეცა სისტემატური სახე, არა მარტო მე, ჩემი კოლეგებიც იღებენ მუქარის გზავნილებს, ჩემი ჩართვაც ასეთი წარწერით 5 ივლისის შემდეგ არის გაკეთებული”,- განაცხადა ჟურნალისტმა.

​გამოძიება მუქარის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g