ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს აფასებს და ამბობს, რომ დინამიკა კარგი მიმართულებით მიდის.
როგორც კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, სჯერა, რომ დასახული მიზნის მიღწევა მალე რეალობა გახდება:
“გუშინ ჩვენს ქვეყანაში აცრა გაუკეთდა 17 133 ადამიანს!
ვაქცინაციის დინამიკა კარგი მიმართულებით მიდის, მჯერა დასახული მიზნის მიღწევა მალე რეალობა გახდება!
აი-?!” – წერს კულუმბეგოვი “ფეისბუქში”.