საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამა იწყება.
პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს.
აღნიშნულ თემაზე „ბიზნესკურიერის“ ეთერში სოფლის განვითარების მართვის სააგენტოს პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე კაპანაძემ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, საგრანტო პროგრამის ღირებულება 50 მილიონი ლარია.
თანადაფინანსების მოცულობა, ჯამურად, ერთ ბენეფიციარზე განისაზღვრა შემდეგი პირობით: იმ შემთხვევაში, თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს 20,000 ლარამდე თანხას, თანადაფინანსება შეადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 35%-ს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის 20, 000 ლარიდან 100, 000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში თანადაფინანსება ასევე შეადგენს ღირებულების 35%-ს, ხოლო თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს არანაკლებ 100,000 ლარზე მეტს, თანადაფინანსება განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 30%-ით.
თორნიკე კაპანაძემ ასევე აღნიშნ, რომ ნაწილი ტექნიკის ღირებულების იქნება სახელმწიფოს მხრიდან გრანტის სახით დაფინანსებული, დანარჩენი კი შესაძლებელია იყოს შეღავათიანი საკრედიტო ან სალიზინგო რესურსით დაფინანსებული.
რაც შეეხება პროგრამაზე რეგისტაციას, პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით. პოტენციური ბენეფიციარების განაცხადების განხილვა განხორციელდება წარმოდგენილი განაცხადების რიგითობის შესაბამისად.
