ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის მესამე დღეს, ორი ქართველი – რამაზ ზოიძე (67კგ) და ლაშა გობაძე (87კგ) ასპარეზობდნენ.
რამაზ ზოიძემ ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელი, ალ ობაიდი ანგარიშით 10:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
რაც შეეხება ლაშა გობაძეს, ის პირველ შეხვედრაში უზბეკ სპორტსმენთან დამარცხდა და ახლა მხოლოდ ასაკალოვის ფინალში გასვლის იმედზეა, რათა რეპეშაჟიდან გააგრძელოს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა.
ნახევარფინალური დაპირისპირებები 13:15 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი ხვალ, 4 აგვისტოს გაიმართება.