LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს 3 საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთნაკადს იბრუნებს – საჰაერო მიმოსვლის აღდგენის დინამიკა ცნობილია

138
201111516-4023357661047519-2993043112686069320-n

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის დინამიკას აქვეყნებს.

სააგეტნოს ცნობით, მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს 32 ავიაკომპანია 24 ქვეყნის 37 მიმართულებით; 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღდგენილია ავიარეისების 76% (230-240 სიხშირე კვირაში), ხოლო საჰაერო მიმართულებების 95%.

მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 7-ით მეტი ავიაკომპანია ოპერირებს, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში. ფრენები სრულდება 12 ქვეყნის 19 მიმართულებით; ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ამჟამად 50%-ით მეტ რეისს ემსახურება (100 -105 სიხშირე კვირაში), ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში.

მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს 3 ავიაკომპანია, 12 ქვეყნის 21 მიმართულებით; 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღდგენილია ავიარეისების 80% (55-60 სიხშირე კვირაში), ხოლო საჰაერო მიმართულებების 72%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g