თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში შვილმა დედა მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლულს თავში ნაჯახი აქვს ჩარტყმული, 92 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
მეზობლების თქმით, დედასა და შვილს შორის ოჯახური კონფლიქტი ხშირად იყო. დანაშაულში ბრალდებული უკვე დაკავებულია.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.