LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალდამცავებმა მელორ ვაჩნაძე დააკავეს

120

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მელორ ვაჩნაძე დააკავეს. მას ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და წვრილმანი ხულიგნობა ედება. ამ დროისთვის ვაჩნაძე წინასწარი დაკავების იზოლატორშია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ვაჩნაძის დაკავება „რუსთავი 2-ის“ საწინააღმდეგო აქციას და „ქართული მარშის“ წევრების საქმეს არ უკავშირდება.

უწყების ცნობით, ვაჩნაძე გუშინ საღამოს არაფხიზელ მდგომარეობაში ღუდუშაურის კლინიკაში მივიდა და ერთ-ერთ პაციენტთან შესვლას ითხოვდა. ვინაიდან მნახველების შესვლის დრო ამოწურული იყო, მას კლინიკის დაცვამ შენობაში შესვლის უფლება არ მისცა. ამის შემდგომ ვაჩნაძემ დაცვას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ის დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g