„არ ვიცი, პანდემიის რა ტიპის მართვასთან გვაქვს საქმე. კითხვის ნიშნები არსებობს და პასუხები არ გაგვაჩნია,“ – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.მისივე თქმით, არის სრულიად ასინქრონული, არასისტემური მართვის პრინციპი.
„რაღაც ეტაპზე ერთს ვიყენებდით, შემდეგ მეორეზე გადავედით, სადღაც დერეგულაცია მოხდა, ჯარიმები ყველას ჩამოვაწერეთ, თითქოს დამთავრდა პანდემია. ახლა იმას ვიმკით, რასაც ვიმსახურებთ,“ – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
ალერგოლოგის შეფასებით, კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში სომხეთი და აზერბაიჯანი მისაბაძი ქვეყნებია.
„მე ვემხრობი, რასაც ჩვენი სამხრეთის მეზობლები, სომხეთი და აზერბაიჯანი აკეთებენ. ჩემთვის სამაგალითოა აზერბაიჯანი, ვაქცინაციის მაქსიმალური პროცენტული მოცვა და ჯერ კიდევ ზომიერი, არადრაკონული შეზღუდვების შენარჩუნება.
ამიტომ ამ ქვეყნებში, 200 და 300 შემთხვევაა დღეში, სულ რამდენიმე ადამიანის გარდაცვალება ყოველდღიურად. ჩვენ ბუნებრივია ვირუსს ვერ გავანულებთ, გამორიცხულია, მაგრამ გეგმაზომიერი დერეგულაცია, პროპორციულად ვაქცინაციის პროცენტის გაზრდის,“- განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – ის ეთერში ბიძინა კულუმბეგოვმა.
მისი აზრით, ვაქცინაციის პროცესი დაგვინდა და ვირუსთან ქვეყანა ხელშიშველი, მოსახლეობის თვითშეგნების იმედად დარჩა.
ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა: კულუმბეგოვი შეზღუდვების შემოღების აუცილებლობაზე საუბრობს