LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა 91%-ით გაიზარდა

44

2018 წლის იანვარში საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა 91%-ით გაიზარდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-ბელარუსს შორის არსებულ დადებით სავაჭრო დინამიკაზე დღეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსმა ისაუბრეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ამ მხრივ არსებული პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა, რომ 2018 წლის იანვარში საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა 91%-ით გაიზარდა, მათ შორის, ექსპორტმა საქართველოდან 47 პროცენტით მოიმატა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ სავაჭრო პოტენციალი ქვეყნებს შორის დიდია და ამ მიმართულებას აუცილებლად სჭირდება განვითარება.

დიმიტრი ქუმსიშვილისა და მიხაილ რუსის შეხვედრაზე აქცენტი ორმხრივი ბიზნესურთიერთობების შემდგომი გაღრმავების აუცილებლობაზე გაკეთდა.

ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 22 მარტს დაგეგმილია საქართველო-ბელარუსის ბიზნეს ფორუმის ორგანიზება, რომელშიც ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ფორუმში რამდენიმე ათეული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g