გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 3 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 440 353-ია.
ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 კიდევ 2 052-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 395 505-მდე გაიზარდა.
ახალმა კოვიდინფექციამ კიდევ 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 6 016 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 49 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 6 369 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 2 472-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა 41 907 ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 25 167, PCR ტესტით – 16 740.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,02%, ბოლო 14 დღის – 8,05%, ბოლო 7 დღის – 8,98%.
დღიურად აცრილთა რიცხვი – 19 067.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.