აშშ-ში კორონავირუსით ბავშვების ინფიცირების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. ამჟამად საავადმყოფოებში 1450 კოვიდინფიცირებული ბავშვი იმყოფება, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ფრენსის კოლინზი აცხადებს
„პედიატრები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ ამჯერად საავადმყოფოში მყოფი ბავშვები უფრო მძიმედ ავად არიან“,- აღნიშნა კოლინზმა.
ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის თქმით, მისი რჩევა სკოლის ასაკის ბავშვების მშობლების მიმართ არის ის, რომ ბავშვებმა პირბადეები ატარონ.
„ეს არ არის პოლიტიკური განცხადება ან თქვენი თავისუფლების ხელყოფა. ეს არის სიცოცხლის გადასარჩენი სამედიცინო საშუალება. – აღნიშნა კოლინზმა.
მისი განაცხადებით, ბავშვებისთვის პირბადის ტარების მოთხოვნა არასასიამოვნოა, მაგრამ თუ სკოლებში პირბადეები არ გვექნება ეს ვირუსი უფრო ფართოდ გავრცელდება
მისი თქმით, თუკი სკოლებში პირბადეებს არ გამოიყენებენ, ბავშვებს დისტანციური სწავლის რეჟიმში დაბრუნება მოუწევთ.
ცნობისათვის, აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის.