LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება

195
PIRBADIS TAREBA rIA SIVRCE

ხვალიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღება ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო მოხდა.

„ხვალიდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება“, – განაცხადა ღიბრაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება 22 ივნისიდან მოიხსნა, თუმცა დახურულ სივრცეში შეზღუდვა ძალაში რჩებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g