ავიაკომპანია Silk Way West Airlines ჩიკაგო – თბილისი – ბაქოს მიმართულებით სატვირთო ოპერირებას იწყებს. ფრენები აღნიშნულ საჰაერო ხაზზე „ჰაერის მეხუთე თავისუფლების“ გამოყენებით შესრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანული ავიაკომპანია აშშ-დან წამოღებულ ტვირთების ნაწილს ჯერ თბილისში გადმოზიდავს, ხოლო შემდეგ კი ბაქოში, შესაბამისად, ავიაგადამზიდველის თბილისში დაჯდომას კომერციული მიზნები ექნება.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში Silk Way West Airlines-ის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, პირველი რეისი ჩიკაგო – თბილისი – ბაქოს ხაზზე მიმდინარე წლის 10 აგვისტოს განხორციელდება. საჰაერო ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დაეშვება. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ფრენები ამ მიმართულებით მრავალჯერადად იგეგმება. სააგენტოს მიერ, აზერბაიჯანულ სატვირთო ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 6 აგვისტოს მიენიჭა.