LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საველე ჰოსპიტლები ინფექციის მართვისთვის ეფექტური არ იქნება, ეს ვირუსის გადადების საშიშროებას კიდევ უფრო გაზრდის: დევი ტაბიძე

62
დევი ტაბიძე

საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მიგვიყვანს იქამდე, რომ ძალიან დიდი რაოდენობით ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს ნათესავებს, ჩვენს ახლობლებს, მეგობრებს, არც მეტი, არც ნაკლები, არავის არ ვაშინებ, მაგრამ დავკარგავთ, – ამის შესახებ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების განთავსებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი აზრით, საველე ჰოსპიტლები კოვიდის მართვისთვის ეფექტური არ იქნება და უფრო მეტიც, ეს ვირუსის გადადების საშიშროებას კიდევ უფრო გაზრდის.

„თქვენ წარმოგიდგენიათ ასეთ საველე პირობებში, სადაც ერთ დიდ დახურულ სივრცეში ასზე მეტი პაციენტი სხვადასხვა ჩივილებით განთავსდება? არა დაცული სანიტარული წესები, ვენტილაცია და სხვადასხვა…

ამას სჭირდება სპეციალიზებული მართვა, ამას სჭირდება სპეციალური მენეჯმენტი, ამას სჭირდება სამხედრო ექიმების მობილიზება, რომლებსაც ინფექციასთან ბრძოლის არანაირი გამოცდილება არ გააჩნიათ,“ – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა.

ტაბიძის აზრით, გამოუვალ სიტუაციაში საველე ჰოსპიტლები უნდა გაიხსნას, მაგრამ იქ მომუშავე სამხედრო ექიმებმა ინფიცირებულებს მხოლოდ პირველადი დახმარება უნდა გაუწიონ.

„გეთანხმებით, შესაძლებელია მივიღოთ დაჭრილები, მივიღოთ სხვადასხვა, ის, რაც მას პირადად ევალება, მაგრამ ჩვენ ამის მართვისთვის მზად არ ვართ,“ – განაცხადა ტაბიძემ.

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების რაოდენობამ ძალიან მაღალ ნიშნულს მიაღწია და თუ ასე გაგრძელდა, დაახლოებით, ორი-სამი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სისტემა კოლაფსში ჩავარდება.

„არსებული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არის მოსახლეობის მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სრული ვაქცინაცია, პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში და მასობრივი შეკრებებისგან მაქსიმალურად თავის არიდება,“- დასძინა დევი ტაბიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g