ჰაიტიზე 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 724-მდე გაიზარდა. მაშველები ნანგრევებში სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ.
დამანგრეველმა მიწისძვრამ გაანადგურა ასობით სახლი და შენობა. პრემიერ-მინისტრმა ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ცნობისთვის, მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქიდან 126 კილომეტრში მდებარეობს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკვე გასცა განკარგულება, რომ ჰაიტიზე მიწისძვრით დაზარალებულებს დაუყოვნებლივ გაუწიონ დახმარება.