LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 24 საათში 14 784 ადამიანი აიცრა

107
ვაქცინაცია323232

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გუშინ 15 აგვისტოს, აიცრა 14 784 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 806 681 აცრა. 

მათგან სრულად, ორივე დოზით აცრილია 238 871.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 2 676 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 4 119.

ვირუსს ბოლო 24 საათში კიდევ 30 პაციენტი ემსხვერპლა.

ცნობისთვის, შექმნილი ეპიდვითარების გამო დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთერთ სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტალი ეწყობა.დარბაზში უკვე შეიტანეს საწოლები და სხვადასხვა საჭირო საგნები.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საველე ჰოსპიტალი პრევენციის მიზნით მზადდება და განმარტავენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი დღეს გაკეთდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

ბოლო 24 საათში 14 784 ადამიანი აიცრა

107
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები