სულ მალე ჯორჯ და ამალ კლუნების ტყუპებს ერთი წელი უსრულდებათ, ამ დრომდე პატარები მედიასთან არ გამოჩენილან. გასულ კვირას მეუღლეებმა სიცოცხლის გადასარჩენად გამართულ მარშში მიიღეს მონაწილეობა. ამჯერად კი ამალ კლუნი აქტიურ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა და პაპარაცებმაც ის ნიუ-იორკში, ერთ-ერთი საქმიანი შეხვედრის დროს დააფიქსირეს.
40 წლის ცნობილი ადვოკატი ბრწყინავდა ალექსანდრ ვანგის ტყავისა და ხავერდის მოსასხამში, რომელიც მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული. კლუნის ანსამბლს მზის სათვალე და საქმიანი საქაღალდე ასრულებდა.