LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თალიბანი” ქალებს მოუწოდებს, მთავრობის მუშაობას შეუერთდნენ

94
236231972-4154248871337570-7517719391539281232-n

“ისლამურ ემირატს არ სურს, ქალები იყვნენ მსხვერპლის როლში,” – ამბობენ “თალიბანის” წარმომადგენლები ავღანეთის დაკავების შემდეგ და “ამნისტიას” აცხადებენ .

ისინი მოუწოდებენ ქალებს, მთავრობის მუშაობას შეუერთდნენ.

ინიციატივის შესახებ “თალიბანის” ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კულტურის კომისიის წევრმა, ენამულა სამგანგანმა ისაუბრა ავღანეთის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში, რომელსაც ახლა “თალიბები” აკონტროლებენ. ისინი ქვეყანას ავღანეთის ისლამურ ემირატად მოიხსენიებენ.

მან ასევე “საყოველთაო ამნისტიის” შესახებ განაცხადა, თუმცა არ უსაუბრია დეტალებზე, რომელსაც ამნისტია ითვალისწინებს.

აღნიშნულ განცხადებებს სკეპტიციზმით ხვდებიან ავღანელები, რომლებიც ფიქრობენ, რომ თალიბები შეაჩერებენ და ხელს შეუშლიან ქალების მონაწილეობას საზოგადოებრივ აქტივობებში და სასტიკად გაუსწორდებიან მათ, დაპყრობილ თემსა და ქალაქებში.

თალიბანი კი პირობას დებს, რომ ქალები მთავრობაში დარჩენას შეძლებენ შარიათის წესების შესაბამისად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g