LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე არავინ დამელოდოს, კაცმა არ იცის ჩემგან რა აეწყობა” – ფსიქოთერაპევტი დავით ანდღულაძე

834
maxresdefault (1)

ფსიქოთერაპევტი დავით ანდღულაძე სოციალურ ქსელში თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

ექიმი აღნიშნავს, რომ მკურნალობაში გარკვეული პროგრესი არის, მაგრამ განკურნებამდე ჯერ მაინც შორია.

„ამდენი ხანია ოროსანი მოსწავლესავით ვემალები „გაკვეთილის მოყოლას”, რადგან სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს. არადა სასურველი სიახლეც ძალიან იგვიანებს. 21 ივნისს „შარიტეში” გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, ნაცვლად მოსალოდნელი 5 დღისა, მთელი თვე დავრჩი კლინიკაში, რითაც მგონი რეკორდი მოვხსენი.

აქედან უნდა გადავსულიყავი სარეაბილიტაციო ცენტრში, მაგრამ ჩემი მიმღები აქამდე არ გამოჩნდა. ამიტომ შარიტეს კლინიკამ გამომაგზავნა სარეაბილიტაციო ცენტრთან არსებულ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც 3 კვირის განმავლობაში უნდა მომეხსნა სუნთქვის აპარატი და გადავსულიყავი სარეაბილიტაციო ცენტრში.

აქ გადმოსულმა სუნთქვის აპარატზე მეორე დღიდან უარი ვთქვი, აღარ მჭირდებოდა, მაგრამ სამი კვირის ნაცვლად უკვე ერთი თვეა გასული და სარეაბილიტაციო ცენტრში ჩემთვის ადგილი არ ჩანს. ჩემთვის იმიტომ, რომ ე.წ შიდა ჰოსპიტალური ბაქტერიები და ნაწოლი ნებისმიერი სარეაბილიტაციო ცენრისთვის ზედმეტი თავის ტკივილია. მაშინაც კი, როცა საჩემო ცენტრი გამოჩნდება ნაწოლის და ბაქტერიების გამო ვერ ჩამიტარდება ბევრი მნიშვნელოვანი პროცედურა.

ორივე მათგანით თბილისის „საუკეთესო” კლინიკამ დამასაჩუქრა. ბარემ ნაწოლზე გეტყვით, ბევრი მირჩევს სხვადასხვა წამლებს, ზოგი საკუთარი გამოცდილებიდანაც, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მსგავსი წამლები არ გაამართლებს, ჰოსპიტალური ინფექციების თანაარსებობის გამო. ამიტომ ვერანაირ სხვა საშუალებას ვერ ვცდი, გარდა იმისა, რასაც გერმანელი პროფესორები მირჩევენ. ნაწოლის მკურნალობაში გარკვეული პროგრესი არის, მაგრამ განკურნებამდე ჯერ მაინც შორია. ასე, რომ ვარ სარეაბილიტაციო ცენტრის მოლოდინში.

ისევე მაქვს ტრაქეოსტომა, რომელიც უეჭველად მოიხსნება და ხმასაც დავიბრუნებ. მაქვს გასტროსტომია, რადგან ყლაპვას ისევ ვერ ვახერხებ. ამასაც ეშველება. ხელის თითებს როდის მოვხრი და ავამოძრავებ ამის პროგნოზირება მიჭირს. ფეხბზე კი … კაცმა არ იცის რა იქნება.

უღრმესი მადლობა ყველას, ვისაც ვახსოვარ! სოფო პერიოდულად მახარებს თქვენი ამბებით, რაც ფეისბუკში მასთან ჩნდება ხოლმე. ზოგი დაოჯახებულა, ზოგს შვილი შესძენია. ყველას, საცოლეს და გასათხოვარს დაოჯახებას გისურვებთ. მე არავინ დამელოდოს. კაცმა არ იცის ჩემგან რა აეწყობა. ის კი ვიცი, რომ პროფესიას არ ვუღალატებ. ხმა რომ მქონდეს ახლაც კი ფორმაში ვარ. ყველას ჯანმრთელობას, წარმატებებს, სიხარულს და ბედნიერებას გისურვებთ. ისევ კარნახით ვაწერინებ ჩემს დას”,-წერს დავით ანდღულაძე.

ცნობისთვის, 22 მა­ი­სის ღა­მით, მას შემ­დეგ რაც ქვე­ყა­ნა­ში “კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი” გა­უქ­მდა, თბი­ლის­ში, თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ავა­რია მოხ­და, რა დრო­საც მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა ვე­ლო­სი­პე­დისტს და­ე­ჯა­ხა.

ვე­ლო­სი­პედს ცნო­ბი­ლი ექი­მი-ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი, ფსი­ქი­ატ­რი და ნარ­კო­ლო­გი, ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვის და მომ­სა­ხუ­რე­ბის ასო­ცი­ა­ცია “ნე­ბას” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და­ვით ან­დღუ­ლა­ძე მარ­თავ­და.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g