LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემაშფოთებელია რუსეთის ქმედებები, როგორც უკრაინაში, ყირიმში, სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე ცხინვალში და აფხაზეთში: ირაკლი ღარიბაშვილი

56
1568273018-1558103567-1551770164-ირაკლი-ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლის ბრიფინგზე განაცხადა, რომ შემაშფოთებელია რუსეთის ქმედებები, როგორც უკრაინაში, ყირიმში, სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე ჩვენს ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში უკრაინელ კოლეგასთან, ორი ქვეყნის მისწრაფება, ევროკავშირში წევრობის საკითხი განიხილა.

“ბატონ პრემიერთან ჩვენ ასევე დეტალურად განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების მისწრაფება, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ. ამ ფორმატში მინდა აღვნიშნო “ტრიოს” ფორმატის დაფუძნება, ამის თაობაზე მემორანდუმი მაისში გაფორმდა და უკვე პრეზიდენტების დონეზე პირველი პრეცენდენტი შეიქმნა ბათუმში “ტრიოს ფორმატის” მონაწილეობის.

მოლდოვას, უკრაინას, საქართველოს შეგვიძლია, რომ მართლაც ბევრი წარმატება ვაჩვენოთ ჩვენს თანამეგობრობას და სწორედ ამ “ტრიოს” ფორმატში ჩვენს პარტნიორებს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია წარმატებული სახელმწიფოები ვიყოთ და მართლაც, ვიმსახურებთ ევროკავშირისა და ნატოს წევრობას.

ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, ჩვენ ბრწყინვალე თანამშრომლობა გვაქვს, ჩემთან ერთად თავდაცვის მინისტრი იმყოფება.

ქართველი სამხედროები მონაწილეობას იღებენ ერთობლივ წვრთნებში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უკრაინელებთან ერთად, ასევე უკრაინელი სამხედროები მონაწილეობენ საქართველოში არაერთ წვრთნებში, რაც ძალიან სასიხარულოა,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g