ელისაბედ მეორემ, პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად აღდგომის ბრწყივალე დღესასწაული იზეიმეს. სამეფო ოჯახის წევრები უინძორში, წმინდა ჯორჯის სამლოცველოში მივიდნენ. ამის შესახებ Mirror-ი წერს.
აღსანიშნავია, რომ სააღდგომო მსახურებას არ დაესწრო პრინცი ჰარი და მეგან მარკლი. მათ დღეს 19 მაისის ქორწილისთვის ყვავილები შეარჩიეს.
როგორც BBC წერს, წყვილმა არჩევანი თეთრ ბაღის ვარდებზე, პიონებსა და დიგიტალისებზე შეაჩერა.