LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხარება მცხეთის დღესასწაულად დადგინდა

95

წმინდა კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკეს, მიერ შედგენილი ანდერძის მიხედვით, ხარება წმინდა დედაქალაქ მცხეთის დღესასწაულად და მისი კურთხევის დღედ დადგინდა.

წელს საეპისკოპოსო წირვის შემდეგ სვეტიცხოვლის ტაძარში მღვდელმთავარი და სამღვდელოება წმინდა დედაქალაქ მცხეთას აკურთხებენ.

ხარება ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია (უძრავი) ქრისტიანულ ეკლესიაში. აღინიშნება 7 აპრილს (25 მარტს ძველი სტილით). ლუკას სახარების მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა მარიამ ღვთისმშობელს ახარა, რომ იგი შობდა იესო ქრისტეს, ძეს ღვთისას. ქრისტოლოგიაში ხარების დღესასწაული ითვლება კაცობრიობის ხსნის დასაწყისად, საუკუნეების განმავლობაში დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g