ნოდარ მელაძის ულამაზესი ტყუპები ორი წლის გახდნენ.
“ეს ხდებოდა ორი წლის წინ… სამშობიაროს ეზოში სწრაფი ნაბიჯებით წინ და უკან დავდიოდი, ბევრს ვფიქრობდი მათზე…
07:45 ზე მედდამ დაიძახა, წამოდი
გოგოები გელოდებიანო… ჩემი გოგოები…
ამ დღემ, ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა. პრაქტიკულად ყველაფერი გადავაფასე, ასეთი იყო ყველაზე მაგარი დღე ჩემს ცხოვრებაში.
ახლა დიდები არიან, უკვე ხაჭაპურს აცხობენ….
Tea Tsetskhladze თეო გილოცავ!!! კარგი შვილები გაგვეზარდოს!”,- წერს ნოდარ მელაძე.
ტყუპი გოგოები, თინანო და ნატატა უამრავ თბილ მილოცვას იღებენ სოციალურ ქსელში.