20 წლის მორაგბეს, საბა მაღლაფერიძეს მწვავე ლიმფოპლასტური ლეიკემია აქვს და ძვლის ტვინის გადანერგვის ძვირადღირებული სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. ოპერაციის ღირებულება 95 ათასი დოლარია.
საბა მაღლაფერიძის დასახმარებლად პარასკევს, 6 აპრილს ღვინის ქარხანა N1-ში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება.
კერძოდ, გაიმართება სარაგბო ეკიპირების გამოფენა-გაყიდვა, ასევე სპეციალურ ფასად შესაძლებელი იქნება Champions Academy-ის აბონემენტების შეძენა. მოგეხსენებათ, 6 აპრილი არის წითელი პარასკევი, სწორედ ამიტომ, ღონისძიებაზე გაიყიდება ბროტმაისტერი-ის პასკები.
საბა მაღლაფერიძის დასახმარებლად გახსნილია საბანკო ანგარიში. დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ შემდეგ ანგარიშზე: GE02TB7750136010100042. მიმღები საბა მაღლაფერიძე.
