ამალ კლუნი ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. 40 წლის ცნობილი ადვოკატი იურიდიული ფაკულტეტის დეკანს შეხვდა და ადამიანის უფლებების შესახებ ისაუბრა. სწორედ ამ თემაზე კითხულობს კლუნი ლექციებს ამავე უნივერსიტეტში.
საქმიან ვიზიტზე მეტად პაპარაცები ჯორჯ კლუნის მეუღლის ჩაცმულობამ დააინტერესა. ადვოკატმა არჩევანი ერთდროულად სამ ლეგენდარულ ბრენდზე გააკეთა. ის „მაიკლ კორსის” მწვანე ტყავის პალტოთი, „ჯიმი ჩუს” ფეხსაცმლითა და „დიორის” ჩანთით მივიდა შეხვედრაზე.