LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეჩხუმში მომხდარ ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

10785
Untitled

ლეჩხუმში მომხდარ ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა.

გარდაცვლილები 21 წლის გიორგი სანთელაძე და 28 წლის ლაშა ცხვედიანი არიან.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“ეს ისეთი ტკივილი და ტრაგედიაა, რომ ვერც გადმოვცემ სიტყვებით, უბრალოდ ჩაგლეჯილი გულით ვიტყვი, რომ ჩემი შვილების მეგობრები, ჩემი ნიკუშას ძმაკაცი გიორგი სანთელაძე და მისი დეიდაშვილი ლაშა ცხვედიანი წავიდნენ ამ ქვეყნიდან. სანთელ, სულითაც ულამაზესო ბიჭო, ოჯახის წევრად მიგვაჩნდი და შვილივით მიყვარხარ. შენნაირი გულიანი, კეთილშობილი, გაბრწყინებული სახის და მუდამ ღიმილიანი მე სხვა არ მინახავს. ღმერთო, რა ბედნიერი ვიქნებოდი, რომ თქვენს მაგივრად მე ვყოფილიყავი იმ მანქანაში.

სანთელ, ლაშა, უამრავი ადამიანის გაუსაძლისი ტკივილი ხართ”, – წერს შალვა შენგელი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g