LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამბაქოს მოხმარება – რა ზიანს აყენებს ორგანიზმს თამბაქოს კვამლი და მასში შემავალი ქიმიური ნივთიერებები?

7621
1-2021-07-01-06-57-42-535890

თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული ფატალური შემთხვევების შემცირება მოწევის შეწყვეტით ან ზიანის შემცირების სტრატეგიის მეშვეობით არის შესაძლებელი.

თამბაქოს მოხმარება ყოველწლიურად 8 მილიონი ადამიანის სიკვდილს იწვევს, წერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია.

ჯანდაცვის ინსტიტუტების განცხადებით, თამბაქოს მოხმარების შედეგად ვითარდება გულსისხლძარღვთა დაავადებები, თრომბი, ფილტვებისა და რესპირატორული გზების დაავადებები, დიაბეტი და კიბო. მწეველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა, არამწეველებთან შედარებით, კი 10 წლით ნაკლებია.

 

თამბაქოს მოხმარების ზეგავლენა ორგანიზმზე

 

თამბაქოს მოხმარება უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ტვინზე და თრომბის განვითარების ალბათობას 2-4-ჯერ ზრდის.

თამბაქოს კვამლში არსებული ქიმიური ნივთიერებები უარყოფითად მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემაზე. მოწევა ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განვითარებას, აზიანებს სისხლძარღვებს და ზრდის არტერიულ წნევას. შესაბამისად, ზრდის გულის კორონალური დაავადებებისა და ინფარქტის განვითარების რისკებს.

2017 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, თამბაქოს მოხმარება ასუსტებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს ავტოიმუნური დაავადებების განვითარებას.

მოწევა იწვევს ფილტვების დაავადებას. თამბაქოს წვის შედეგად წარმოქმნილი კვამლი აზიანებს სასუნთქ არხებსა და ფილტვის ალვეოლებს. მოწევის შედეგად ვითარდება ქრონიკულ ობსტრუქციულ ფილტვის დაავადება, ქრონიკულ ბრონქიტი და ემფიზემა. ასევე, ხელს უწყობს პნევმონიის, ასთმისა და ტუბერკულოზის განვითარებას.

 

მოწევა და კიბოს განვითარების რისკები

 

თამბაქოს მოხმარება ზრდის კიბოს განვითარების რისკებს. ნაციონალური კიბოს ინსტიტუტის კვლევის თანახმად, თამბაქოს კვამლი შეიცავს 7000 ქიმიურ ნივთიერებას, რომელთაგან მინიმუმ 69 კიბოს გამომწვევ მიზეზად სახელდება.

აღსანიშნავია, რომ მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევ მთავარ მიზეზად არა უშუალოდ ნიკოტინი, არამედ თამბაქოს კვამლში არსებული ათასობით მავნე ქიმიური ნივთიერება სახელდება.

 

თამბაქოს ალტერნატივები

 

უდავოა, რომ მწეველთათვის საუკეთესო არჩევანს თამბაქოს მოხმარებისთვის თავის დანებება წარმოადგენს. კვლევები აჩვენებს, რომ 40 წლამდე მოწევის შეწყვეტა ფატალური შედეგების რაოდენობას 90%-ით ამცირებს. თუმცა, მწეველთა დიდი ნაწილი ვერ ან არ ანებებს თავს თამბაქოს მოხმარებას. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის ექსპერტები მოწევის გაგრძელების ალტერნატივად თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებს ასახელებენ.

თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები არ წვავს თამბაქოს, არამედ იყენებს გახურების ტექნოლოგიას. შედეგად, არ გამოყოფს კვამლს, არამედ წარმოქმნის აეროზოლს, რომელიც საგრძნობლად ამცირებს კვამლში არსებული ქიმიური ნივთიერებების რაოდენობას.

 

magti 5g