LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შორენა ბეგაშვილი ქართული სამედიცინო მომსახურების წინააღმდეგ  

758

შორენა ბეგაშვილმა „პრაიმ შოუში“ საქართველოში სამედიცინო მომსახურების ხარვეზებზე ისაუბრა. ტელეწამყვანისა და მსახიობის შვილი, ევა გარკვეული პერიოდის წინ საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა.

გოგონას მრავალი მოტეხილობა აღენიშნებოდა. მისი მდგომარეობა მძიმე იყო… როგორც მსახიობი აღნიშნავს, ის, რომ ევა მე-17 ოპერაციის შემდეგ ხელჯოხის გარეშე გავლას შეძლებს, არის არა ქართული, არამედ თურქული მედიცინის დამსახურება. საქართველოში კი მის შვილს მაღალი სიცხეები ვერ დაუგდეს და როცა ბავშვს ტკივილგამაყუჩებლებიც კი არ შველოდა,  მორფს უკეთებდნენ, რაც თურმე არ შეიძლებოდა.

„თუ ეს კერძო კლინიკა არ არის, საერთოდ არ უნდა შეხვიდე. მე ჩავვარდი ასეთ მდგომარეობაში და გამიჩნდა იდეა, როგორ არ შეიძლება, რომ ან მთავრობამ ან ეკლესიამ დააფინანსოს და გაგვიკეთოს სრულყოფილი კლინიკა, არა მხოლოდ გარედან გარემონტებული, არამედ აღჭურვილი და გადამზადებული ექიმებით. ხომ შეიძლება, რომ გაკეთდეს სრულყოფილი კლინიკა, მით უმეტეს, როცა ეს ბავშვებს ეხება“.

შორენას საუბარში ჩაერთო ცნობილი ექიმი ედიშერ მაღალაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მას ჰქონდა სურვილი, ევას დახმარებოდა, თუმცა იმ კლინიკაში, სადაც მას მკურნალობდნენ, პერსონა ნონ-გრატად არის გამოცხადებული.

https://www.facebook.com/PraimShow/videos/1848641675434030/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები