როგორ ვმართოთ მაღაზიის მარაგები უფრო ეფექტურად?
თუ საკუთარი ბიზნესი გაქვთ მარაგების აღრიცხვისა და მართვის სირთულეების შესახებ ინფორმაცია და გამოცდილება უკვე გექნებათ. ესაა უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც განსაზღვრავს ბიზნესის წარმატებას და მცირე შეცდომაც კი საკმაოდ დიდ პრობლემებს იწვევს.
დღეს, როცა ციფრული სამყარო და ტექნოლოგიები ასე განვითარდა, აღარაა საჭირო საანგარიშოზე გამოთვლა, ფურცლით და კალმით სირბილი, ექსელში მარაგების აღრიცხვა, რადგან ერთი მაჩვენებლის არასწორად ჩაწერამ, შესაძლოა სრულიად სხვა სურათი მოგვცეს და აგვაცდინოს რეალობას.
მსგავსი შეცდომების თავიდან ასაცილებლად არსებობს მარაგების აღრიცხვის თანამედროვე ხელსაწყო ოპტიმო, რომელიც ეხმარება ბიზნეს ოპერატორს ბიზნესის მართვაში.
ოპტიმო – მარაგების და აღრიცხვის თანამედროვე ხელსაწყო
ბიზნესის მართვის ციფრული ხელსაწყო ოპტიმო იძლევა სრულყოფილ ინფორმაციას შესყიდული, გაყიდული და ნაშთში არსებული პროდუქციის შესახებ, რის მიხედვითაც შეგიძლიათ აწარმოოთ შესყიდვები საჭირო დროს საჭირო რაოდენობით. გარდა ამისა, ოპტიმო გაწვდით სიგნალს იმ პროდუქციის შესახებ, რომელიც ყველაზე გაყიდვადია, ან პირიქით უჭირს რეალიზაცია. ეს კი გეხმარებათ დაგეგმოთ აქციები თუ სხვა აქტივობები.
ოპტიმო ასევე იძლევა საშუალებას, წვდომა გქონეთ ზედნადებებზე მაშინაც კი თუ თქვენი ბიზნესისგან ფიზიკურად შორს იმყოფებით, მეტიც, შეგიძლიათ rs.ge – ზე მოახდინოთ ზედნადებების კორექტირებაც.
შესყიდვებთან ერთად ოპტიმო გაყიდვებსაც აღრიცხავს და ანალიტიკის სახით გაწვდით შესაბამის ინფორმაციას, რაც ეხმარება ბიზნესოპერატორს სწორად გადადგას მომდევნო ნაბიჯები უფრო მეტი მოგების მისაღებად.
ოპტიმოს კიდევ ერთი უპირატესობა სალაროს სწრაფი და მოქნილი სისტემაა, რომელიც ეხმარება მოლარეს აწარმოოს გადახდები სწრაფად, მალ-მალე გაისტუმროს მომხმარებლები, რაც თავიდან აგაცილებთ რიგებს და შეძლებთ, მოემსახუროთ უფრო მეტ ადამიანს მოკლე დროში. გარდა ამისა, ოპტიმო მოლარეს საშუალებას აძლევს, კონკრეტული პროდუქტი მოძებნოს არა მხოლოდ ერთი კომპონენტით, მაგალითად შტრიხკოდით, არამედ საძიებოდ გამოიყენოს ფოტო, დასახელება, კატეგორია, რაც ბევრად ამარტივებს და მოსახერხებელს ხდის გაყიდვის პროცესს;
ასევე მოლარეს შეუძლია, საწყობსა და დახლებზე ძებნის გარეშე გადაამოწმოს, აქვს თუ არა კონკრეტული პროდუქტი მარაგში;
გადართოს ჩეკი და არ ალოდინოს შემდეგი მომხმარებელი, თუ წინა შეყოვნდება – ეს ყველაფერი საბოლოოდ მომხმარებლის კმაყოფილებას იწვევს და იზრდება შანსი იმისა, რომ კიდევ მოუნდეთ მათ თქვენთან დაბრუნება.
ოპტიმოს საშუალებით შესაძლებელია მიიღოთ ინფორმაცია შემოსავლებისა და მოგების შესახებ, მაშინაც კი თუ არ იმყოფებით იქ სადაც, თქვენი ბიზნესია.
მარაგების მართვა მარტივად ოპტიმოს მეშვეობით საუკეთესო გზაა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, გადალახონ ყველა პრობლემა ერთად და მეტი დრო დაუთმონ ბიზნესის განვითარებას.