LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა შევარდნაძე: „რა თქმა უნდა დავარღვიე კანონი, რა თქმა უნდა, რეგულაცია დავარღვიე და ვუმასპინძლე სტუმრებს, ამიტომ ჯარიმაც გადავიხადე და ოთახიც დალუქეს…“

1164
zurashevardnadzenews45

„გარდენიას“ მფლობელი ზურა შევარდნაძე ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება და ვრცელ სტატუსს აქვეყნებს. შევარდნაძე წერს, რომ თავის მეგობრებს ქორწილის გადახდაზე უარი ვერ უთხრა. როგორც იცით, ამის გამო „გარდენია“ დაჯარიმდა, ვინაიდან ქორწილების გადახდა არ არის დაშვებული.

ზურა შევარდნაძე:

„ყვავილებზე, ბროწეულებზე, შემოდგომის ყვითელ ფოთლებზე, ძველ გურულებზე ვერ დავიწყებ წერას მანამდე, სანამ ამხელა ემოციის შემდეგ, არ ვიტყვი რა იყო და როგორ. გულწფელად გამომდის ხოლმე მოყოლა და ახლაც ასე შევეცდები.

ნიუ იორკიდან ჩამოფრინდა ჩემი ორი მეგობარი, გიორგი და რადმილა, საქართველოში ჯვრის დასაწერად, ჩემთან დაბინავდნენ. მთხოვეს, რომ სვეტიცხოვლიდან მოვიდოდნენ 20 სტუმრით.

ვერ ვუთხარი უარი. ლამაზი  სუფრა გავუშალე ჩემს საკუთარ სახლში და არა საჯარო სივრცეში გარდენიაში. სახლი იურიდიულადაც ჩემი პირადი საკუთრებაა და გამიჯნულია ბაღისაგან, რეესტრშიც ასეა გატარებული. ყველა სტუმარი იყო პისიარ ტესტით შემოწმებული.

რა თქმა უნდა,  გავიხარეთ ერთმანეთის ნახვით, ფოტოების, ვიდეოების გადაღებასაც არავინ მორიდებია.

ძალიან მალე ატყდა რაც ატყდა, გაივსო ბაღი და სახლი სამართალდამცავებით, პატრულის თანამშრომლებით, ჟურნალისტებით. ბარე ხუთჯერ მეტნი იყვნენ ერთად აღებული, ვინემ ჩემი სტუმრები. ძალიან გავნერვიულდი, ძალიან. ვფიქრობ, გადაამეტეს.

რა თქმა უნდა დავარღვიე კანონი, რა თქმა უნდა, რეგულაცია დავარღვიე და ვუმასპინძლე სტუმრებს, ამიტომ ჯარიმაც გადავიხადე და ოთახიც დალუქეს. ზუსტად მაქვს გაცნობიერებული, რამხელა საფრთხის ქვეშ ვართ, ყველანი მაგრამ  ზრდილობასა და პასუხისმგებლობას შორის გაძრომა არ ყოფილა იოლი საქმე, მე ამჯერად არ გამომივიდა. უსიამოვნებაში ჩავაგდე სტუმრებიც და საკუთარი თავიც.

რაც მოხდა მოხდა, იმედი მაქვს, არავინ დავაზიანე და დავაზარალე, მე კი ჩემთვის ჩემი დასკვნები გავაკეთე, მაგრამ ალბათ სხვებისთვისაც ჭკუს საწავლი იქნება ეს ამბავი და ჩემსავით არ შეცდებით.

ჩემს მეგობრებს სიხარულით სავსე ცხოვრებას ვუსურვებ რასაკვირველია, გაფრინდნენ უკვე.

მე კი  თქვენი ნებართვით გავაგრძელებ მყნობას, დარგვას, თესვას, მივხედავ ბაღს…“

ფოტო: ზაქარია ჭელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g