ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარ-გნარი ჩელიაბინსკში მსოფლიო სპორტული ცეკვების ფედერაციის მიერ ჩატარებულ მორიგ ტურნირში მონაწილეობდნენ, რომელიც ლათინურ ცეკვებში იმართებოდა. ქართველი წყვილი შესანიშნავად გამოვიდა და 90 წყვილიდან ათეულში მოხვდა. ჯულიანამ და ოთომ მერვე პოზიციაზე დააასრულეს ტურნირი.
შეგახსენებთ, რომ ოთო და ჯულიანა საქართველოს პირველი წყვილია. მათ ერთობლივი სტუდია აქვთ, სადაც მსურველებს ამეცადინებენ და სპორტულ ცეკვებს ასწავლიან.