კორონავირუსს აფხაზეთის ომის ვეტერანი, პოლკოვნიკი, სადესანტო – მოიერიშე ბატალიონის მეთაურის მოადგილე, საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი, დავით(ავთანდილ) ჩიხლაძე ემსხვერპლა.
პოლკოვნიკის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები, ვეტერანი სამხედროები ემოციურად ეხმაურებიან და წერენ, რომ ჯარისკაცი რამდენჯერმე ტყვიით სიკვდილს გადაურჩა, თუმცა, ვირუსმა მას სიცოცხლე წაართვა.
როგორც მისმა ოჯახის წევრებმა გვითხრეს, პოლკოვნიკს მეტსახელად „ჩეჩენას“ ეძახდნენ. ვეტერან სამხედროს ორგანიზმში, ომის დროინდელი რამდენიმე ტყვია და მისი ნამსხვრევები აქვს გაჩერებული.
„არ გცოდნია სიტყვის შესრულება მეგობარო… გუშინ შენი წერილი წავიკითხე. აფხაზეთში დაღუპულ შენს ძმებს სწერდი: ,,ჩეჩნურ ქუდს სოხუმში, შავ ზღვაში რომ მოვისვრი, აი მაშინ ამოვალ თქვენთანო…“ ამდენ ნაბრძოლს ეს ვერაგი როგორ მოგერია.. სული გვეწვის შენს მეგობრებს დათო.. დიდება შენ და შენისთანა ქართველებს,“ – წერს სოციალურ ქსელში მისი მეგობარი, ლიანა ფურცელაძე.