რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება იმის თაობაზე, შეინარჩუნებს თუ არა სერგეი ლავროვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას,- ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვას შეინარჩუნებს თუ არა სერგეი ლავროვი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ასე უპასუხა:
„არა, პრეზიდენტს ჯერ საკადრო გადაწყვეტილება არ მიუღია მინისტრთა კაბინეტის მომავალ შემადგენლობასთან დაკავშირებით“.
21 მარტს ტელეკომპანია RTVI-მ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ახალი მთავრობის შემადგენლობაში არ შევა და თანამდებობას დატოვებს.
წყაროების ცნობით, ლავროვს უკვე რამდენიმე წელია თანამდებობის დატოვება სურს, ვინაიდან ის თავს გადაღლილად გრძნობს. თუმცა, პუტინის თხოვნით ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამინისტროს სათავეში დარჩა.